მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ბუნების მასწავლებლის - ინგა გიორგაძის ხელმძღვანელობით, გამწვანების ღონისძიება განხორციელდა. მისი მიზანი, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა იყო.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის მცენარე დარგეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა