მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების მიმართ აგრესიის ზრდამ იტალიურ სკოლებში გამოიწვია ყოფაქცევაში ნიშნების დაბრუნების აუცილებლობა; მიმდინარე სასწავლო წელს უკვე გამოვლინდა მასწავლებელთა მიმართ მოსწავლეთა აგრესიის იმაზე მეტი შემთხვევა, ვიდრე შარშან, რაც განაპირობა პედაგოგების მოთხოვნამ - შეემცირებინათ ტელეფონების გამოყენება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. ფაქტია, გაჯეტების აკრძალვამ მოზარდებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
იტალიის პარლამენტმა კი სექტემბრის ბოლოს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ნიშნების დაწერას ყოფაქცევაში და ეს ცვლილება თავისთავად აძლევს უფლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაბალი შეფასების მქონე მოზარდები კლასში ჩატოვონ.
ცნობილია, რომ იტალიაში მოსწავლეთა ყოფაქცევა შეფასდება 10-ქულიანი სისტემით: დადებით შეფასებად ჩაითვლება 7-10 ქულა, ხოლო მოსწავლე, რომელსაც ექნება 5 ქულიანი (ან დაბალი) შეფასება, შესაძლოა ჩატოვონ კლასში იმის მიუხედავად, სხვა საგნებში რა ნიშნები ექნება.
ვისაც ეწერება 6 ქულა, მოუწევს დამატებითი ტესტირების გავლა სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ხოლო სკოლის თანამშრომელთა მიმართ აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში ამოქმედდება საჯარიმო სისტემა - 500-10 000 ევროს ოდენობით.
ინფორმაციისთვის: აღნიშნული წესი იტალიის სკოლებში 100 წლის წინ მოქმედებდა; სისტემა 1924 წელს ბენიტო მუსოლინიმ შემოიღო, ის მოქმედებდა 1970-იან წლებამდე. თავდაპირველად დაწყებით და საბაზო საფეხურზე გაუქმდა რეგულაცია, ხოლო 2000-იანი წლებიდან არცერთი მოსწავლის ყოფაქცევა ნიშნით არ შეფასებულა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა