სიახლეები
სკოლები

ახალქალაქის N4 სკოლის მოსწავლეები ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ესტუმრნენ და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს 
30-10-2024
-
+


ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეები დიდი პატივისცემას გამოხატავენ პედაგოგების მიმართ, აფასებენ მათ ღვაწლსა და გვერდში დგომას. 

ცხადია, მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღეც საინტერესო აქტივობით აღნიშნეს. 

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელის, რუზანნა ერემიანის ხელმძღვანელობით,  კლუბის წევრები სახლებში ესტუმრნენ სკოლის ამაგდარ პედაგოგებს, რომელთაც უკვე დაასრულეს პედაგოგიური მოღვაწეობა. 

ბავშვებმა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მიულოცეს მასპინძლებს მასწავლებლის ეროვნული დღე და მადლობა გადაუხადეს იმ ღვაწლისთვის, რაც განათლებული თაობების აღსაზრდელად გაიღეს.

ღვაწლმოსილი პედაგოგები: ლიზა ოსიძე, ელენა ხოდიკიანი, ვართუი სარქისიანი, როზა აკოპიანი, ჰასმიკ ტონაკანიანი, ლარისა სეროპიანი​, ჯულიეტა შახბეკიანი, ჰერაჩუჰი ჩოლახიანი, ოფელია სუქიასიანი, გოჰარ გალუსტიანი და ანჟიკ იგიდხანიანი, მოხარულები დარჩნენ მოსწავლეთა ვიზიტით და სასიამოვნო სიურპრიზისთვის მადლობა გადაუხადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული მათგანი მრავალი ათწლეულის მანძილზე ღირსეულად ემსახურებოდა თაობების აღზრდასა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ,შემდეგ კი ასპარეზი ახალგაზრდა პედაგოგებს დაუთმეს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება