მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 184 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განასახიერებს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: „თხა და გიგო“, „ლომი და თაგვი“, „ცრუ“.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსებიც და შეასრულეს სხვადასხვა, საინტერესო აქტივობა.
„... ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი, მეორედ მაშინ იბადება, როდესაც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ხელში პირველად აიღებსო...“, - ამ სიტყვებით კი, დაგვირგვინდა ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა