მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
9 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა. არჩევნები წესებისა და პროცედურების სრული დაცვით წარიმართა. დღეს კი მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე - თამარ კვიტატიანი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ხელი შეუწყოს სკოლის ფუნქციონირებასა და მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი, კლუბის მეურვე ზაირა ტყაბლაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ.მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა