სიახლეები
საინტერესო

მაშინ, როცა ერთიანი იყო თბილისი - მოხალისის ჩანაწერები
13-06-2018
-
+


იმ დღეს სახლში გვიან მივედი. წვიმდა. გმირთა მოედანზე ავტობუსმა რომ ამოუხვია, წყალი თითქმის ბორბლებამდე წვდებოდა. რატომღაც ვერაზე მცხოვრებ მეგობრებზე გამიტაცა ფიქრმა და ამ ფიქრებში გართული აღმოვჩნდი ჩემს გაჩერებასთან. ისევ წვიმდა. სახლში მისულს თითქმის ეგრევე ჩამეძინა. წვიმდა. 

მეორე დილით დედაჩემის ზარმა გამაღვიძა. რაღაცას მეუბნებოდა წყალზე, მდინარეზე, დაღუპულებზე, გარეთ არგასვლასა და სახლში დარჩენაზე. არადა, კვირა დღე უკვე დაგეგმილი მქონდა. ამიტომ გავუთიშე და ავდექი. ტელევიზორში სადღაც მომხდარი სტიქიის კადრები ტრიალებდა. ტელეფონმა ისევ დარეკა. ჩემი მეგობარი დაკარგული დების შესახებ მიყვებოდა რაღაცას და გამოსვლას მთხოვდა. კი, გამოვალ-მეთქი და ზუსტად ამ დროს ეკრანზე ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოტის ფოტო გამოჩნდა. რომ არა ქართული წარწერები, ალბათ, კიდევ დიდხანს მეგონებოდა, რომ სტიქია „სადღაც“ მოხდა. 

რაც კი ხელში მომხვდა ჩავიცვი და გარეთ გავვარდი. გაჩუმებულ თბილისში არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა. ის იყო ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რომ ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების შესახებ გამოაცხადეს და რამდენიმე მათგანი ჩემს სახლთან ახლოსაც შეემჩნიათ. 

თბილისი უკვე გლოვას იწყებდა. ამის პარარელურად კი ქალაქის ქუჩებში ათასობით ახალგაზრდა იკრიბებოდა და ვერეს ხეობისკენ მიიწევდა. ზოგი მზიურში, ზოგი გმირთა მოედნაზე, ზოგი ზოოპარკში დარჩა და შიშველი ხელებით ქალაქისთვის სიცოცხლის დაბრუნებას ცდილობდა. 

იმ დღეს ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო, რა იყო 13 ივნისამდე და 13 ივნისის მერე... 

13 ივნისის ღამემ მთელი საქართველო ერთ მთლიანობად შეკრა. სხვადასხვა თაობის, შეხედულების, მიზნის, რასის, სქესის ადამიანები ერთმანეთის გვერდით იდგნენ და მუშაობდნენ. ჯერ შიშველი ხელებით, მერე ნიჩბებითა და ხელთათმანებით, მერე დამცავი ნიღბებით. იმ დღეებში ყველგან შეხვდებოდით მუხლებამდე ტალახიან ახალგაზრდებს. თუ ერთი ნაწილი ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა. ახალგაზრდების და არა მარტო, ერთსულოვნებამ გაასუფთავა და გაწმინდა მზიური, სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი, ვერეს ხეობა. მაშველებთან ერთად მშრომელების დიდმა ჯგუფმა დიდ ცვლილებას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც წლების მერეც ემახსოვრებათ. 
 
ტალახის მასა, ხეებით ჩახერგილი ადგილები, მიწით დაფარული სახლები და აბობოქრებული ვერე დამხვდა, როდესაც ჯგუფთან ერთად ვერეს ხეობაში ჩავედი. იმ ადგილზე, სადაც ჯერ კიდევ გუშინ სიცოცხლე ჩქეფდა, საოცარი სიჩუმე ჩამოვარდილიყო. ბიჭებმა მორებისგან სახლების გაწმენდა დაიწყეს, თოკებითა და შიშველი ხელებით ებრძოდნენ სტიქიის ნარჩენებს და ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. ყველაზე მეტი ემოცია ამ დღიდან მახსოვს, როცა შლამით დაფარული ოთახებიდან ბავშვების სათამაშოები ამოვიტანეთ. 

სამი წლის მერე ახლდება ზოოპარკი, ვერეს ხეობა, სვანიძის ქუჩა, რომლებიც წარსულის დავიწყებას თავისებურად ცდილობენ. ახალ ცხოვრებას იწყებენ დაღუპულების ოჯახის წევრები, მეგობრები, შეყვარებულები, უბრალო ხალხი, მოხალისეები. ახალ დღეს ეგებება თბილისიც. 

თუმცა, ივნისის ყოველი დადგომისას წარსულის ემოციები ყოველთვის ცოცხლდება. ერთი მხრივ, ემოციები ტრაგედიის, მწუხარების, ცრემლის და მეორე მხრივ, ემოციები ერთობის, ერთსულოვნების და იმ დღეების, როცა ერთად იდგა თბილისი. 

მე გუშინ გვიან მივედი სახლში. ისევ წვიმდა. ისევ ივნისი იდგა. ისევ 13. 


იხილეთ ასევე: 

კადრებად შემორჩენილი 13 - ფოტოები სტიქიის ეპიცენტრიდან

დღეს ვერეს ხეობას არსად ეტყობა ტრაგედიის კვალი, უბრალოდ ყოველი წვიმის მოსვლა თბილისს დაკარგულ სიცოცხლეებს მძიმედ ახსენებს

„წვიმას გავყევი, წვიმის წილი ვარ“ - მარიამ ქუთელია გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულ დებს - ლიზა და ინდირა ზარანდიებს ძმამ ლექსი მიუძღვნა

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება