მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის იყო „შემოდგომის კვირეული“, რომელიც სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს.
მათ სადღესასწაულოდ მორთეს სკოლა, თითოეული კლასი გააფორმეს შემოდგომის ფერებით, აპლიკაციებით, ნახატებით, ხილითა და სუვენირებით.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეორე კლასის დამრიგებელი რუსუდან ზაზაძე.
„ყველა დამრიგებლის, მასწავლებლების და ადმინისტრაციის დაუღალავი შრომა ბედნიერი აღსაზრდელების განწყობაზე აისახა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდნენ ეკოკლუბი „ოშორულას“ წევრები და ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები.
დასკვნითი ღონისძიება 7 ოქტომბერს, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
„შემოდგომის დეკორაციებით გაფორმებულ სკოლის ეზოს ამშვენებდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. მრავალფეროვან აქტივობებს შორის მშობელთა განსაკუთრებული ყურადღება ჩურჩხელების ამოვლებამ მიიპყრო“, - გვეუბნებიან სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს და შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები.
ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება