მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N74 საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, მათ შორის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ მოზარდთა კულტურულ განვითარებას.
სკოლაში იზარებენ და აღნიშნავენ, რომ პირველკლასელებისთვის თეატრალური ხელოვნება ძალიან ახლობელი, გასაგები, საინტერესო და საყვარელია, რომელიც ხელს უწყობს წარმოსახვის, მეხსიერების, დაკვირვების, ფანტაზიის თუ შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
სწორედ ამ მიზნით დაიდგა სპექტაკლი - „მგელი და კრავი“, რომლის იდეისა და სცენარის ავტორი დირექტორის მოადგილე ლია გეგია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი უფროსკლასელებმა გაითამაშეს და მათი დახმარებით I/ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო თეატრალური წარმოდგენა ნახეს.
„მსახიობი“ უფროსკლასელები გახლდათ: ნატალი პისმენი, ანანო კაპანაძე და მარიამ მგალობლიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია