სიახლეები
სიახლეები

რა ფუნქციები აქვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას
31-10-2024
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა. 


EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

მართვის სისტემის ფუნქციებია:

განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მონაცემების ელექტრონულად შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და პროცესების ავტომატიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;

სრული ზოგადი განათლების დაფინანსების მიზნით,  ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერის ოდენობების შესაბამისად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ორგანიზება, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველ პირთა რეგისტრაცია და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველად და კვარტალურად გადარიცხვის მიზნით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

ანონმდებლობით დადგენილი წესით, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე სამინისტროს მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების, მათ შორის, იმ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზე სწავლას სრულად ანაზღაურებს სახელმწიფო,  გადარიცხვის მიზნით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სამინისტროსთვის წარდგენა;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესისა და ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა; ასევე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის უფლების მინიჭების პროცესის ხელშეწყობა;

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირთა ჩარიცხვის მიზნით წარმოსადგენი ანკეტა-კითხვარების სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნის, ადმინისტრირების და დამოწმების უზრუნველყოფა;

სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მაგისტრატურის საფეხურზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან სპეციალურ ანკეტა-კითხვარებში ასახული ინფორმაციის გადამოწმებისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირთა ან/და გადასარიცხი თანხების ოდენობების შესახებ ინფორმაციის წარმოების/დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების/ნამდვილობის დადასტურების პროცესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ და პირის კანონიერი ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ავტორიზებული, აგრეთვე, ლიკვიდირებული/საქმიანობაშეწყვეტილი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამუშავების და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის დამუშავება, სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა;

სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პროცესში, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მონაწილეობა;

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით ჩატარება;

სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების – ატესტატებისა და მათი დუბლიკატების გასაცემად კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ერთეულებში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვა;

იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

მართვის სისტემაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ღკანონმდებლობით დადგენილი წესით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირების, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, პირველადი რეგისტრაციის მიზნით, შესაბამისი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;

თავის კომპეტენციაში შემავალი, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება