სიახლეები
სიახლეები

ალტერნატიული და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპები
30-10-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 31 ოქტომბერს 19:00 საათზე ჩაატარებს ვებინარს თემაზე - „ალტერნატიული სასწავლო გეგმა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპები“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:

  • ალტერნატიული სასწავლო გეგმა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი და მისი როლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში;
  • ალტერნატიულ სასწავლო გეგმის დიზაინი და სწავლების მეთოდოლოგია;
  • ალტერნატიულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების სტრატეგიები;
  • გაზიარებული პასუხისმგებლობა-ისგ შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართული პირების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მოწვეული სტუმარი:

ფსიქოლოგი, ტრენერი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - სალომე მურღულია.

ვებინარის ფასილიტატორი:

ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე.

ვებინარზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრა ინტერაქტიულია და მსმენელებს შეხვედრის ბოლოს ეძლევათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Teams-ის გამოყენებით, ვებინარზე დასასწრებად მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: https://teams.microsoft.com/dl/launcher/launcher.html


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება