მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024-2030 წლების პროფესიული განათლების სტრატეგიის დოკუმენტში საუბარია, სფეროს მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
„სექტორის შიგნით, სფეროს პრაქტიკოსებსა და მასწავლებლებს შორის სინერგიის მიღწევისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გათვალისწინებულია მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გაძლიერება. ქსელები გააერთიანებს ერთი დარგის/მიმართულების პროგრამათა მასწავლებლებს და შექმნის პლატფორმას კოლეგებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სივრცეში.ქსელები გააძლიერებს მასწავლებლის როლს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დააახლოებს მასწავლებლებს დარგთან და გაამყარებს ბიზნესის ნდობას დაწესებულებებისადმი“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.
გარდა ამისა, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის როლის ზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სისტემაში პრაქტიკოსი პროფესიული განათლების მასწავლებლების შესვლას.
ყურადღება გამახვილდება ასევეინსტრუქტორ-მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა მასწავლებლებთან მათი დაახლოებისა და კოოპერაციის ხელშეწყობაზე. ასევე, ინსტრუქტორების მომზადების მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ა(ა)იპ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი.
სტრატეგია მიზნად ისახავს ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შეთავაზებას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მასწავლებელთათვის სპეციალიზებული ტრენინგების შეთავაზებას ზრდასრულთა განათლების მეთოდოლოგიის საკითხებზე.
მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და სასწავლო ვიზიტები ევროპის წამყვან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მიზნით შეიქმნება სისტემური მიდგომები, რაც სახელმწიფოს მხრიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების უცხო ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებში სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკებს შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარების მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აქტიურად იქნება გამოყენებული საერთაშორისო ექსპერტთა ვიზიტების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესისა და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.