მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს ოქტომბრის მნიშვნელოვან და ძვირფას დღეებს - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესა და მასწავლებლის ეროვნულ დღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს დიდი მასწავლებლის - იაკობ გოგებაშვილის მიმართ, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და წარმოადგინეს ანბანის ისტორია ფარნავაზიდან - იაკობამდე. მოეფერნენ თავიანთ პედაგოგოგებს და აღუთქვეს ღირსეული მამულიშვილობა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და ბავშვებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას