სიახლეები
სკოლები

ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ
31-10-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184-ე წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს.

სკოლის IV , IV კლასების მოსწავლეები დამრიგებლების - როდამი ძიძიკაშვილისა და ლია ქარუმიძე-ებილაშვილის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკას ეწვივნენ.

ბიბლიოთეკაში, პედაგოგებმა მოსწავლეებს წაუკითხეს და გააცნეს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება.

მათ ისაუბრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაკობ გოგებაშვილმა ქართული ლიტერატურის განვითარებასა და წიგნიერების გავრცელებაში. 

მოსწავლეებმა - სიდონია დაღელიშვილმა (ეკა უსტარაშვილი) და ანა სომხიშვილმა ბიბლიოთეკაში, ასევე, წარადგინეს გოგებაშვილის მინიატურული სახლ-მუზეუმი.

„იაკობ გოგებაშვილის მინიატურული სახლ-მუზეუმი „გაიხსნა“ და სამუდამოდ დაიდო ბინა ბიბლიოთეკაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება