მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ, მათი მიღწევების უკან კი, პროფესიონალი პედაგოგები დგანან.
ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მოსწავლის - გიგი ლომინაშვილის წარმატება, მან საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა და კომპიუტერით დაჯილდოვდა.
მოსწავლის წარმატება ახარებთ სკოლაში, განსაკუთრებით მოხარული კი სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძეა, რომელიც მოსწავლეებს, მოტივით - „ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“, ზრდის.
ის მოსწავლეს ემოციურად მიმართავს და მომავალ წარმატებას უსურვებს.
„ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“, - ეს ის მცოდნე კაცია, რომელიც სწავლა-განათლებას იარაღად გამოიყენებს და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. ჩვენი სკოლა უზომოდ ამაყია, რომ ასეთი ჭკუა-ცოდნით გალესილ-გაჩარხული არაერთი თაობა აღუზარდა სამშობლოს და დღეს მათ კიდევ ერთი წარჩინებული, X კლასის მოსწავლე გიგი ლომინაშვილი შეურთდა, რომელსაც ჩვენი სკოლის პედაგოგებისა და საკუთარი დაუღალავი შრომა დაუფასდა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა სპეციალური საჩუქრით-კომპიუტერით. გიგის ვულოცავთ ამ გამარჯვებას, კლასის დამრიგებელ მარიკა ლანჩავასთან ერთად და კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ მას! ფაქტია, რომ „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბობს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი