სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როდესაც პროფესიას მშობლის კარნახით ირჩევ - „ეიბიჯიეს აკადემიის“ კარიერული კონსულტანტი მანკიერ მიდგომებსა და გამოსავლის გზებზე საუბრობს
31-10-2024
-
+


ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამევიდეს! მოვხუცდი აწი და მოვლა-პატრონობა მინდა“... - დუმბაძისეული ოლღა ბებიას ეს ცნობილი ფრაზა, წლიდან წლამდე ლაიტმოტივად გასდევს ქართულ რეალობას. მიუხედავად იმისა, 21-ე საუკუნეა და ახალგაზრდებიც მეტად თავისუფლები არიან საკუთარ არჩევანში, ვაღიაროთ, ოჯახის, მშობლების გავლენა პროფესიის შერჩევისას, დიდია.

არცთუ იშვიათად აბიტურიენტები, მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლების იმედები გაამართლონ, პროფესიას მათი შეხედულებისამებრ ირჩევენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი, უფროსების, სურვილები განსხვავდება ახალგაზრდების მიზნებისგან და სწორედ ამიტომ, პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია პასუხი ერთადერთ კითხვაზე - რა პროფესიას სურს დაეუფლოს ახალგაზრდა.

„ეიბიჯიეს აკადემიის“ კარიერული კონსულტანტი, ელისო კირკიტაძე-წიკლაური ამ მნიშვნელოვან საკითხს etaloni.ge-სთან ინტერვიუში დეტალურად განიხილავს და აღნიშნავს, რომ მშობლებმა შვილებს პროფესიის არჩევისას მხარი უნდა დაუჭირონ.

- წლიდან წლამდე აბიტურიენტები ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რათა ჩაირიცხონ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ სპეციალობაზე, თუმცა რეალურად, რას ნიშნავსსასურველი პროფესია“?

სასურვლი პროფესიის არჩევა ნიშნავს იმ საქმის პოვნას, რომელიც აბიტურიენტის ინტერესებს, ღირებულებებსა და უნარებს  შეესაბამება, რომელიც ასევე აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, არამედ პიროვნული ზრდა და კმაყოფილების განცდაც მოიპოვონ.

რეალურად, იციან ახალგაზრდებმა, სკოლის დამთავრებისთანავე, რა პროფესიის არჩევა სურთ?

ისეთი ახალგაზრდისთვის პროფესიის არჩევა ადვილიარომელაც აქვ გარკვეული ინტერესები და მიზნები; „ეიბიჯეს აკადემიაში“ ხშირად მოგვმართავენ კარიერულ კონსულტანტებს, ესწრეიან ტრენინგებს, ვიყენებთ კითხვარებს და საკვლევ ტესტებს, რათა გაიგონ, რას მოუტანთ მათ ეს კონკრეტული პროფესია. ზოგიერთი  ახალგაზრდისთვის კი პროფესიის ჩევა რთულია...

- ელისო, რა გავლენა აქვს მშობლების პოზიციას ახალგაზრდის არჩევანზე?

მშობლის პოზიცია ახალგაზრდების პროფესიული არჩევანის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მნიშვნელოანია, რომ მშობლები შვილებს მხარს უჭერდნენ და თავისუფლად გადაწყვეტის საშუალებას  აძლევდნენ, ეს ზრდის მათ თავდაჯერებულობას, რაც  გადაწყვეტილების მიღებისას ეხმარება.

რამდენად ხშირად ამბობენ ახალგაზრდები უარს საკუთ სურვილებზე, რათა მშობლები თუ ნათესავები დარჩნენ კმაყოფილები? და საბოლოოდ რა შედეგამდე მივყავართ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, არაჯანსაღ დამოკიდებულებას?

ახალგაზრდების მიერ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა, მშობლებისა თუ ახლობლების ზეწოლა საკმაო გავრცელებული შემთხვევაა, რამაც შესაძლებელია ისეთი ემოციური პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა დეპრესია, სტრესი და დანაშაულის გრძნობა.

- ცდილობენ თუ არა, შემდეგ გამოასწორონ ეს არჩევანი - იცვლიან არა პროფესიას?

დიახ,მრავალი ახალგაზრდა იცვლის პროფესიას, თუმცა ეს არ არის მარტივი პროცესი, მას სჭირდება დრო, ფინანსური რესურსები და მოთმინება.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები - რას ურჩევთ უფროსებს?

მშობლების როლი მნიშვნელოვანია! როდესაც ახალგაზრდა პროფესიის არჩევის პროცესშია, მათ უნდა იცოდნენ, რა ინტერესები და მიზნები აქვთ შვილებს, აძლევდნენ სწორ მიმართულებას, აწვდიდნენ ინფორმაციას პროფესიული შესაძლებლობების შესახებ, ახლოს აცნობდნენ შერჩეული პროფესიის დადებით და ჩრდილოვან მხარეებს,რაც მთავარია არ ახდენდნენ ზეწოლას ახალგაზრდაზე და არ ცდილობდნენ მათგან გამოძერწონ საკუთარი პროფესიული მიუღწეველი სურვილები.

- რა ასაკიდან შეიძლება ვესაუბროთ ბავშვს  პროფესიებზე,კარიერის დაგეგმვაზე?

- ამ კითხვაზე,როგორც ადრეული და სკოლამდელი განათლების სპეციალისტი გიპასუხებთ: სწორედ, რომ ამ ასაკიდან უნდა გავაცნოთ მომავალი პროფესიები; ხელს უწყობს ბავშვების კოგნიტურ, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას, რაც საფუძველი გახდება წარმატებულ კარიერულ ცხოვრებისა.

-  რა გამოსავალს ხედავთ და როგორ უნდა გადაიჭრას საზოგადოებრივი აზრის პრობლემა

- პირველ რიგში ახალგაზრდები უნდა გაეცნონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის, მიმდინარე ბაზრის მოთხოვნებს, მუშაობის პირობებს და კარიერულ შესაძლებლობებს.

სკოლებმა და უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ კურსები და სემინარები,რომლებიც მიაწვდიან სტუდენტებს სხვადასხვა პროფესიულ გზებზე მუშაობის შესაძლებლობას და კომპეტენციებს,

ასევე შეუძლიათ ახალგაზრდებს იმუშაონ მოხალისეობრივად ან გაიარონ სტაჟირება, ათა ახლოს გაიცნონ არჩეული პროფესია და შეაფასონ, რამდენად შეძლებენ წარმატების მიღწევას კონკრეტულ სფეროში; ყველაზე მთავარი კი სოციუმისა და ოჯახის მხარდაჭერა - ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი არევანი დაფასებულია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

მშობლების ჩართულობითა და მათი დახმარებით კლასი საზეიმოდ იყო მოწყობილი

სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები და სურვილები ყოველთვის გათვალისწინებულია


სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება