მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგ მადონა კოპალიანის ხელმძღვენლობით, დიდი ხალისითა და მონდომებით შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა, რითაც წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოვალინეს და იხალისეს.
აღსანიშნავია, რომ მათი განწყობა სადღესასწაულოდ მორთულმა გარემომ კიდევ უფრო აამაღლა. სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
„ისინი სრულად ეზიარებიან ანბანის კეთილხმოვნებას, მათი კეთილშობილი და ხელოვანი მასწავლებელი - მადონა კოპალიანი ყოველივე ამას სხვადასხვა დატვირთული აქტივობით შეძლებს. ეს დღე ხომ დასაწყისია. წარმატებები ჩვენს ანგელოზებს, მასწავლებლებსა და სკოლას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც