მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, თემაზე - „ჩვენ და იაკობ გოგებაშვილი“ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა მოირგეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟების როლები და შთამბეჭდავადაც განასახიერეს. ბავშვებმა ასევე, ილუსტრაციის მიხედვით, მოთხრობები „გააცოცხლეს“ და შეუსაბამეს ანდაზები.
სკოლაში, აღნიშნულ დღეს, მოეწყო შეჯიბრება სხვადასხვა აქტივობაში:
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნ.კუპრავას მოთხრობის „აი ია-ს“ აპლიკაცია.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
კლასის დამრიგებელი ნატალია სახოკია მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ჩემს პატარებს“, - ამბობს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი