მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. თვითმმართველობის წევრებმა თვითმმართველობის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
არჩევნების შედეგად, საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ - მარიამ ჭითანავა, ხოლო საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარედ - სოფია გვილავა აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე - ნია ფეტელავა, ხოლო საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე მარი ჭეჟია იქნებიან.
„გილოცავთ, ახალგაზრდებო, გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს“,- ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი