მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და აფასებენ მათ ღვაწლსა და შრომას.
28 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს: დილით ყველა პედაგოგს სიმბოლურად თითო ვარდი გადასცეს და მიულოცეს პროფესიული დღე.
IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა კი ერთი დღით მასწავლებლების „როლი მოირგეს“ და უმცროსკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს.
„ნორჩმა მასწავლებლებმა“ სხვადასხვა საგნის გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობით წარმართეს: ბავშვებს სპორტის გაკვეთილზე მხიარული თამაშები შესთავაზეს, ხელოვნების გაკვეთილზე დაახატინეს, მათემატიკა სახალისო ამოცანებითა და თავსატეხებით შესთავაზეს, ქართულისა და ინგლისურის გაკვეთილებზე ლექსიკური მასალა გაამეორებინეს, სომხურ ენასა და ლიტერატურაში მხატვრული კითხვის გავეთილები ჩაატარეს...
ერთი სიტყვით, ცდილობდნენ მიებაძათ პედაგოგებისთვის და თავი ნამდვილ მასწავლებლებად აღექვათ“,- გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ საინტერესოდ ჩაიარა და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, უფროსკლასელი გოგონების უმეტესობამ სამომავლო პროფესიად მასწავლებლობა მოინდომა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი