მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით ბავშვებს არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარებაზე ინფორმაცია მოიძიეს, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პედაგოგის ხელმძღვანელობით საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული და შემეცნებითი აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ გაიაზრეს თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნების საქმეში.
1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება საქართველოში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი