სიახლეები
სიახლეები

KIU ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართულ სკოლას მასპინძლობს
01-11-2024
-
+


1-3 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ფინანსური მხარდაჭერითა და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის, KIU-ში ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართული სკოლის პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, პირველი კონფერენცია KIU-ს კანცლერმა თეა იმედაძემ და ადრონული თერაპიის ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. თეა იმედაძემ პროექტის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო პროცესი უსურვა და ფიზიკის დარგის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

თავის მხრივ, ვახტანგ ცაგარელმა დამსწრე საზოგადოებას ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროტონული თერაპიის კუთხით ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 

3-დღიანი შეხვედრების ფარგლებში, მაღალი ენერგიების, ბირთვული და სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით, ქართველი და ფრანგი პროფესორების ჩართულობით, იმართება კონფერენციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა, განიხილონ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

ფიზიკის საშემოდგომო ფრანგულ-ქართული სკოლის პროექტის დასასრულს სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS), პარიზ-საკლე უნივერსიტეტი, ირენ-ჟოლიო ჟიურის ლაბორატორია (IJCLab), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე KIU-მ არაერთ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა.  მათ შორის: ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადასა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება