მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი, სახალისო და დაუვიწყარი დღეებითაა სავსე.
ამჯერად, სკოლაში დაიგეგმა მრავალფეროვანი კვირეული, რომელსაც შემოდგომას მიუძღვნიან, სახელწოდებით - „ეს ჩვენი საქართველოა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართება, რომლებშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
დამრიგებლებმა შემთხვევითობის პრინციპით აირჩიეს საქართველოს კუთხეები, რომლებსაც გააცნობენ მოსწავლეებს და ნოემბრის დასასრულს, წარმოადგენენ თითოეული კუთხის ღირშესანიშნაობებს, ეროვნულ სამოსს, კულტურასა თუ ტრადიციებს.
„ერთად ვიმოგზაუროთ შემოდგომის კუთხეების ფესტივალზე“, - ამ შემართებით ელიან სკოლაში ნოემბრის მიწურულს და დიდი შემართებით ემზადებიან დაუვიწყარი კვირეულისთვის.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძეც დიდი ინტერესით ელოდება და აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლო კვირა ემოციებით დატვირთული იქნება.
„სვანეთისა და რაჭის მოსახლეობის დასახლება საზღვრისპირა რეგიონში, საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, სტრატეგიული გათვლა იყო, რადგან ქართული სულის, ქართული სიტყვის და ქართული ჰანგის შთაბერვა სჭირდებოდა აქაურობას. კარიბჭე — შენობის წინ გამოწეული ნაწილია, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი მხრიდან. ლემშვენიერას საჯარო სკოლაც კარიბჭეა ამ რეგიონში, სადაც 260 მოსწავლე სწავლობს და აქტიურად პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ეს იქნება ეროვნული გამოცდები, სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, სპორტული აქტივობები, შიდასასკოლო ღონისძიებები და ა.შ.
სასაზღვრო რეგიონის სკოლებს სხვა დატვირთვა აქვთ. ამ კედლებში აგუგუნებული ლილეო, შინაორგილი და გიორგუნა ჯერ დავით გარეჯამდე უნდა აღწევდეს და შემდეგ საზღვრებს არღვევდეს ომახოანი ხმებით.
დარწმუნებული ვარ ნოემბრის ბოლო კვირა ემოციებით და შემოქმედებითად დატვირთული იქნება ლემშვენიერას საჯარო სკოლაში.
როცა მასწავლებლები ასეთი ხალისით ეკიდებიან საქმეს, იქ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჩემო ნიჭიერო ბავშვებო , მასწავლებლებო და მშობლებო! ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა!“, - აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე