მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერად, იქ, სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, საბიბლიოთეკო სივრცეში თემატური ღონისძიება - „აი ია ჩვენი ცხოვრების საწყისია“ გაიმართა.
მას პედაგოგი - სოფიო ბახსოლიანი, თავისი აღსაზრდელებით, შეუერთდა. ღონისძიებაზე საუბარი იყო იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის შესახებ და თემატური პრეზენტაციაც მოეწყო.
„სკოლა თავისი მრავალფეროვანი საქმიანობის ფონზე, აკეთებს პრეზენტაციებს, რომლებიც მიმართულია სასწავლო მიმდინარეობასა და ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა ჩართულობის ამაღლებისკენ. ბიბლიოთეკის საქმიანობა კი, მიზანმიმართულია წიგნის პოპულარიზაციისკენ. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენების უნარების განმავითარებელ აქტივობას.
ღონისძიება გაიმართა რამდენიმე შემადგენელი ნაწილით: იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობაზე ინფორმაციის წარდგენით, საპრეზენტაციო მასალის გაშუქებით როგორც ელექტრონულად, ასევე ხელნაკეთი ალბომური ჩვენებით, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“