მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, „განათლების პარკი“ ყოველწლიურად ტარდება. ამჯერად, მოსწავლეებმა მასწავლებლის როლები მოირგეს და სხვადასხვა თემაზე საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს.
მათ საყვარელ მასწავლებლებს პატივისცემა და სიყვარული დაუდასტურეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ეს მნიშვნელოვანი თარიღი ყველას მიულოცეს.
„ეს ინიციატივა ერთგვარი საჩუქარი იყო მოსწავლეებისგან, რითაც მათ მასწავლებლების მიმართ მადლიერება, სითბო და სიყვარული გამოხატეს. Edupark ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად შექმნან მეგობრული სასწავლო გარემო, რომელიც არა მხოლოდ განათლებას, არამედ ღრმა ემოციურ კავშირსაც ავითარებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“