მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით ინიცირებული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორთა კონფერენციაში მომხსენებლად გამოსვლის მსურველთა რეგისტრაციას.
სამდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებისათვის შექმნას საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების ფორუმი, სკოლის მართვის ლიდერობისა და პროფესიული განვითარების სფეროებში.
კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველებმა 2016 წლის 1 დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შესრულებული აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: laacademyconference@gmail.com
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.