მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დიდი ზეიმი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს დაემთზვა პირველ კლასში „ანბანის შებრძანებაც“. პატარებმა თავი საოცარი ლექსებით, ცეკვითა და სიმღერებით წარმოაჩინეს. მათ ანბანს თავიანთი მეგობარი ჟოზეს დახმარებით უმღერეს. პირველკლასელები დიდი იაკობის შემოქმედებასა და აი ია-ს ჯადოსნურ სამყაროს გაეცნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის სიგელების გადაცემის ცერემონია საოცრად ემოციური აღმოჩნდა, სადაც მასწავლებელმა მოსწავლეების თვისებებს ხაზი გაუსვა.
პატარებმა დაკისრებული მოვალეობები საკმაოდ კარგად შეასრულეს და მაყურებლის წინაშე დიდი მონდომებით წარსდგნენ. მათ არც ბარაქიანი შემოდგომა დაუტოვებიათ უყურადღებოდ, შეასრულეს სიმღერა „ჩურჩხელა" და წაიკითხეს ლექსები ფერად შემოდგომაზე.
ღონიძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა გენიალური გია ყანჩელის სიმღერა - „ყვითელი ფოთლები“ იმღერეს, რასაც თან ახლდა გოგონების ცეკვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელმა - ია გრიგოლიამ დაგეგმა და განახორციელა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“