სიახლეები
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
01-11-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლებისათვის მუდმივად ზრუნავს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა სისტემატიურად ახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლე- ახალგაზრდობაში მრავალმხრივი უნარების შეძენას, გამოვლენა-განვითარებას.

სწორედ რომ ცოდნის ზეიმი იყო 1-ელ ნოემბერს სკოლაში. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“.  თამაში მეორე და მესამე ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 

ინტელექტუალურ შერკინებაში მონაწილეობდნენ  VI, VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.

VI, VII და VIII  კლასის გუნდებიდან ზღვარი გადალახეს - „ტვინიკოსებმა“- (VI კლასი- 67 ქულა) და „ცოდნის მაძიებლებმა“(VIII კლასი- 65  ქულა), ხოლო  IX, X  და XI კლასის გუნდებიდან დაწინაურდნენ - „უსაშველოები“ ( XI კლასი-70 ქულა), „ბრეინშტორმი“ (X კლასი-46 ქულა), და „კორინთო“ (IX კლასი-53 ქულა). 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება