TOP ნიუსი
სიახლეები
ინტერვიუ

„საქართველოში შრომის ბაზარი ახალგაზრდებისა და სტუდენტების საჭიროებებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებს“
14-06-2018
-
+


საქართველოში დაურეგულირებელი შრომის ბაზარი ჯერ კიდევ აქტუალური პრობლემაა.  სამუშაო საათების დარღვევა, მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა თუ სხვა საკითხები,  კვლავ გამოწვევად რჩება. ამ ფონზე, სტუდენტებისთვის ხელსაყრელი სამსახურების დეფიციტზე ყურადღების გამახვილება თითქოს ღია კარის მტვრევას ჰგავს, თუმცა მომავალი თაობა, რომელიც მუშაობის პარალელურად განათლების სრულყოფილად მიღებას უნდა ახერხებდეს, მეათე ხარისხოვან თემად არ უნდა იქცეს.  

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა ფონია შრომის ბაზარზე სტუდენტებისთვის, რა პირობებში უწევთ მუშაობა და რა არის მათი საშუალო ანაზღაურება?

როგორც  თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცხადაძე განმარტავს, სტუდენტური დასაქმების შეთავაზებები მწირია და ხშირად არაანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს:

„სტუდენტური დასაქმების შეთავაზებები ძირითადად მომსახურების სფეროს ეხება, რომელიც როგორც საბანკო, საფინანსო, ასევე, სუპერმაკეტების, ტურიზმსა თუ რესტორნებს მოიცავს. საკმაოდ აქტუალურია იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურებაც. სტუდენტებისთვის უმეტესად სტაჟირებას აცხადებენ, რომელიც ნახევარგანაკვეთიან და არაანაზღაურებად სამსახურებს გულისხმობს. ბუნებრივია, სტუდენტი სრულ განაკვეთზე არც უნდა მუშაობდეს,  რადგან ეს მისი სწავლის ხარისხზე იმოქმედებს. თუმცა სოციალური ფონიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც არის. 

რაც შეეხება ანაზღაურებად დასაქმებას, ზოგადად, ქვეყანაშია დაბალი სახელფასო სისტემა, შესაბამისად, სტუდენტური სამსახურებიც დაბალ ანაზღაურებას მოიცავს. ძალიან ძნელია საშუალო ხელფასი დავასახელოთ ნახევარ განაკვეთზე, თუმცა შედეგი, სავარაუდოდ-250-300 ლარი იქნება. სტუდენტების ანაზღაურებადი დასაქმების მხრივ მოთხოვნაა იურისტებსა და IT ინჟინრებზე, ასევე, ისეთ სფეროზე, სადაც სოციალურ უნარებს მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე განათლებას-მაგალითად, ქოლ ცენტრის სამსახურები და ა.შ.“- განაცხადა ხათუნა ცხადაძემ. 

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელი გიგა ბექაური შრომის ბაზარზე ეფექტური რეგულაციების არ არსებობის პარალელურად, სტუდენტთა დასაქმების მხრივ ხარვეზებს კერძო კომპანიების არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაშიც ხედავს:

„ქართული რეალობაში ახალგაზრდებს, სტუდენტებს უწევთ ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება იმისთვის, რომ საკუთარი სწავლის საფასური გადაიხადონ. მათი უმეტესობა სუპერმარკეტებში კვირაში 60-70 საათის განმავლობაში მუშაობს. ეს დრო მათ კარგად სწავლის საშუალებას უზღუდავთ. როგორ წარმოგვიდგენია ადამიანმა ერთ დღეს 12 საათი მარკეტში გაატაროს და მეორე დღეს გამოცდა დაწეროს? ამ მხრივ საქართველოში შრომის ბაზარი ახალგაზრდებისა და სტუდენტების საჭიროებებს აბსოლუტურად არ ითვალისწინებს. სახელმწიფომ საკუთარი ახალგაზრდობა ბიზნესს შეატოვა და ფაქტობრივად მონებად მიჰყიდა. არადა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების განვითარება და მათი ისეთ სამსახურებში მუშაობა, რომ სწავლა და კომპეტენციის ამაღლება ერთდროულად მოახერხონ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ნახევარგანაკვეთიანი სამსახურების პრობლემაცაა და მსგავსი ვაკანსია იშვიათად ჩნდება. მეორე გამოწვევა არის ის, რომ ძალიან დაბალი ანაზღაურებებია და ამ ფონზე სტუდენტებს ბევრი საქმის შეთავსებაც უწევთ. აქ, ასევე, ის ხარვეზი იჩენს თავს, რომ მინიმალური ხელფასის რეგულაცია არ არსებობს. არ შეიძლება ქვეყანაში 268 000 დასაქმებულს ხელფასად 250 ლარზე მეტი არ ჰქონდეს. დღეის მდგომარეობით მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში 20 ლარია და ეს სასაცილოა. რაც შეეხება სტაჟირებას, არც შრომის კოდექსში და არსად სხვაგან მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, რომ განიმარტოს, თუ რას გულისხმობს და რა დროს უნდა მოიცავდეს. დღევანდელი მდგომარეობით დამსაქმებლებს სტაჟირება ესმით, როგორც „უფასო მუშა-ხელი“. ჩვენ ამ მხრივ ვმუშაობთ და უნდა მოვახერხოთ, რომ სტაჟირების კუთხითაც გაჩნდეს განმარტება,“- აღნიშნა გიგა ბექაურმა

Etaloni.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი სტუდენტი განმარტავს, რომ სასურველი ანაზღაურებისა და სამუშაო გრაფიკის ერთად პოვნა მისთვის ძნელია: 

„ერთ-ერთ ქოლ-ცენტრში საღამოს ცვლაში ვმუშაობდი. დღეში 6 საათი გამომდიოდა და ანაზღაურება თვეში 250 ლარს შეადგენდა. დროის ფაქტორიდან გამომდინარე, სწავლის პარალელურად მუშაობა გამიჭირდა. ახლა ვფიქრობ დროებითი საზაფხულო სამსახური მოვიძიო. ზოგადად, სტუდენტისთვის სასურველი ანაზღაურების და სამუშაო გრაფიკის ერთად პოვნა ძნელია“. 

სტუდენტებისთვის მოსახერხებელი სამსახურების გამოჩენამდე კი, ახალგაზრდები სწავლის პარალელურად სამუშაოს ძებნას აგრძელებენ და ფაქტია, რომ არასასურველ პირობებსაც თანხმდებიან.

იხილეთ ასევე:

როგორ სწავლობენ და ერთობიან სან დიეგოს უნივერსიტეტში - ქართველი სტუდენტის თვალით დანახული განსხვავება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება