მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია. შესაბამისად, სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ტარდება.
29 ოქტომბერს, წინარეხის საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი მინი ფეხბურთში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეჯიბრის მიზანი იყო მოსწავლეთა ჯანმრთელობის განმტკიცება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა სპორტული შესაძლებლობების რეალიზაცია და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისას სპორტული უნარების ჩამოყალიბება.
„მოსწავლეებმა გამოავლინეს მაქსიმალური შესაძლებლობები და უმაღლესი სპორტული მიღწევებისკენ (გამარჯვებისკენ) სწრაფვა. რაც მთავარია შეჯიბრი ჩატარდა მეტად მეგობრულ გარემოში“,-დასძენენ სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს სიმბოლურად მოსწავლეები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი სიგელებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია - NAEC
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე