მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში თეატრალურ დაასებს უმასპინძლეს.
ეს იყო დღე, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია აჩუქა არა მარტო დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს არამედ სრულიად სოფლის თემს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოქმედებითი სტუდია 5+2, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებშიც სკოლას თეატრალური დასი ესტუმრა და შეკრებილ საზოგადოებას ორი საოცარი სპექტაკლი წარუდგინა.
სპექტაკლები - „მარაბდის გმირები“, (რეჟისორი გოგა თავაძე ხოლო როლებში მოზარდ-მაყურებლის თეატრის მსახიობები) და ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული - „ზუსტად 8 საათზე“, (რეჟისორი თათული გომართელი, სხვადასხვა თეატრის მსახიობების მონაწილეობით) დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართა ინტერაქციული ნაწილი, რომელიც მოიცავდა კითხვა-პასუხს მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად ისაუბრეს სპექტაკლის იდეასა და მთავარ სათქმელზე. რა დროსაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი შთაბეჭდილებები და პირადი გამოცდილება სპექტაკლის გზავნილებზე.
ღონისძიება დაასრულა მუსიკალურმა ნაწილმა კაკო ვაშალომიძის აკუსტიკური კვარტეტის შესრულებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში