მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „ხომ ლამაზია ეს საქართველო!" ფარგლებში, საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დაიწყეს. მათი პირველი დანიშნულების ადგილი საკუთარი კუთხე გახლდათ.
მოსწავლეებმა ღირშესანიშნავი ადგილები მონახულეს, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს, ცაგერის ისტორიულ მუზეუმსა და სამხატვრო გალერიას ესტუმრნენ. მათ დრო შინაარსიანად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გრძელდება.
„დამერწმუნეთ, ბავშვებს ერთი სასიამოვნო დღე ვაჩუქეთ და უკან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მჯერა, ბავშვების გულში სიყვარული ჩვენი კუთხის ბუმბერაზი პოეტის ლადო ასათიანისადმი არასოდეს ჩაქრება და ეს ყველაზე დიდი უკვდავებაა. მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს საყვარელ მოსწავლეებს - სასიამოვნო წუთებისათვის, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ლალი ჭაბუკიანს, მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის. დიახ, ამაყად ვიტყვით, ეს დღე იყო სიხარულით, სიყვარულით, ემოციებითა და უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე დღესასწაული“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც