მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის უფროსკლასელები და პედაგოგები დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი აღნიშნული ბაზის 16 წლის იუბილე გახლდათ.
ისინი საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთნენ და ჯარისკაცებს დღე მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მათთვის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა გრიგოლიამ ლექსიც წაიკითხა. მოსწავლეებმა საზეიმოდ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, სიმულაციების დარბაზში იმყოფებოდნენ და ბოლოს, სადღესასწაულო ტორტი დააგემოვნეს.
მოსწავლეებისთვის ეს გასვლითი აქტივობამ მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
„ვეწვიეთ ჩვენს სახელოვან ჯარისკაცებს, რომელთა შორის ბევრი ჩვენი სკოლის აღზრდილია. დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, გენერალმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ჯარისკაცებს, რომელთაც სხვადასხვა სახის ჯილდოები გადასცა. მან წარმატება და გამარჯვება უსურვა ყველას, მოიგონა სამშობლოსათვის დაღუპულები და აღნიშნა, რომ თითოეული ჯარისკაცისათვის უმთავრესია სამშობლო, ღირსება, მოვალეობა. ჯარისკაცები დალოცა სამხედრო მოძღვარმა - კაპელანმა აკაკი ჟვანიამ. სიამაყითა და ღირსებით აღვსილნმა დავტოვეთ ბრიგადა. მადლობა მაიორ გელა ტრაპაიძეს საინტერესო აქტივობისა და თბილი მასპინძლობისათვის. ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც