მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზოგადოებრივი კათედრის მასწავლებლის დარეჯან აბულაძის ხელმძღვანელობით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს, რომლის აღნიშვნა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდას და გარემოსადმი დამოკიდებულების სასიკეთოდ ცვლილებას.
პრეზენტაციაზე ხაზგასმით იყო წარმოჩენილი საკითხები: შავი ზღვის მდებარეობა, სანაპირო ზოლი, შავი ზღვის გავლენა ჰავაზე, შავი ზღვის თავისებურებანი, ორგანული სამყარო, ეკოლოგიური პრობლემები, შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა.
აღსასნიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი, დირექტორის მოადგილე დავით რობაქიძე, მასწავლებლები და მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც