მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრები აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველიას პრემია“. კონკურსის ფარგებში ეკოკლუბელებმა არაერთი ეკოაქტვობა განახორციელეს და კონკურსში დამსახურებულად გაიმარჯვეს. ეკოკლუბი კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის ტექნიკით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ეკოკლუბელებს გამარჯვებას ულოცავენ.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა ნიკო კეცხოველის 2023 წლის კონკურსში გამარჯვებისთვის, ეკოკლუბის დაუღალავი შრომისა და ინოვაციური პროექტების აღიარების ნიშნად, დამსახურებულად დაჯილდოვდა თანამედროვე ტექნიკით. ეს აღჭურვილობა ჩვენს მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ ცოდნა და უნარები, გააფართოონ ეკოლოგიური ცნობიერება და აქტიურად ჩაერთონ სასწავლო თუ პრაქტიკულ პროცესებში, რაც მომავალ თაობას უფრო წინ წასწევს გარემოს დაცვის მიმართულებით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის - CENN -სა და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა