სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს 
04-11-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ ახალი თაობის წარმატებულ მომავალს საფუძველი პირველი კლასიდანვე ეყრება. 

სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, დადებით განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალთა გუნდი აქტიურად ზრუნავს. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთში“ შეაბიჯეს და საზეიმო გაკვეთილზე თავიანთი პირველი ხელნაწერი შექმნეს. ცოდნის ბილიკებზე მათ, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, პედაგოგი თამარ ვეფხვაძე შეუძღვათ. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინარე ცოდნა წარმოაჩინეს. ისინი ლექსებითა და სიმღერებით  მოეფერნენ სამშობლოსა და დედაენას. გარდა ამისა, იაკობ გოგებაშივილის შესახებ ცნობები გაიხსენეს, შეიტყვეს როგორ „იპოვა“ დიდმა იაკობმა ანბანის შესწავლის „გასაღები“, რომელი გასაღებიც მათ ხელში აღმოჩნდა და „ანბანეთშიც“ შეაბიჯეს.

„დაიწყო მათთვის ახალი სამყაროს აღმოჩენის პროცესი. ეს არის პირველი ნაბიჯი წიგნების სამყაროში, რაც მათი თვითგამოხატვისა და კითხვის უნარების განვითარებაში დაეხმარება. „ი“ და „ა“ ასო-ბგერების გაცნობით მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თითოეული ასო არამხოლოდ სიმბოლური, არამედ მნიშვნელოვანი ბგერითი სიგნალი გახდება, რომელიც ტექსტის აღქმაში დაეხმარებათ. ცოდნის მატარებელი უკვე დაძრულია  პირველი კლასის მოსწავლეებისათვის. მასწავლებლები თამარ ვეფხვაძე და მეგი დეკანოიძე მათ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად, წარმატებით მიაცილებენ.

გისურვებთ, რომ ყოველმა ახალმა ასო-ბგერამ ახალი საიდუმლო კარი გაგიღოთ, ახალი ცოდნა მოგიტანოთ და გაგიძლიეროთ სურვილი - გახდეთ ჩვენი ქვეყნის განათლებული მოქალაქეები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება