მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მოტივაციასა და შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ და სწალებისას მრავალფეროვან აქტივობებს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიასა და მეთოდს მიმართავენ.
ამის ნათელი მაგალითია ლეილა თვალაბეიშვილის ჩატარებული გაკვეთილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო შესასწავლი მასალის თემა: „და მე ვიგონებ” ქვესაკითხები: მოთხრობების - „ხაზარულასა“ და „ჩვენი ჭერმის“ეპიზოდები, პერსონაჟების მოქმედების ადგილი, დრო, არსებითი და არაარსებითი დეტალები. მსჯელობა ორივე ტექსტის მთავარ სათქმელსა და პერსონაჟების საქციელზე.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა ცოდნა და ანალიზის უნარი არსებული თემის ირგვლივ.
მასწავლებელმა, ლეილა თვალაბეიშვილმა განსახილველ მასალასთან ერთად შეარჩია შესაბამისი აქტივობები და თვალსაჩინოებები, კერძოდ, ნაძერწი მასალა, რამაც მოსწავლეები სრულად ჩართო საგაკვეთილო პროცესში და სასურველ შედეგს მიაღწია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა არ ყოფილა საგანგებოდ მომზადებული: კერძოდ, წინასწარ გაზეპირებული ფრაზებითა და შეფასებებით გაჯერებული.
გამოკითხვის სტრატეგია იყო წინარე ცოდნასა და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული, რასაც ამყარებდა არგუმენტებით მსჯელობა, განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა, დებატების გამართვის სტრატეგია და ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარი.
მასწავლებელმა მოახერხა თემის ღრმა და ყოვლისმომცველი გაშუქება. მოთხრობის ჟანრის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის დაფარვა, დაწყებული სტრუქტურიდან, დამთავრებული მხატვრული ხერხებით.
გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ მსჯელობაში, ანალიზში და საკუთარი აზრის გამოთქმაში.
მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, თამამად გადმოეცათ მიღებული ცოდნა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი სრულად შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. რაც ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და შემოქმედების უნარებს.
„გაკვეთილი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურის სწავლება გახდეს საინტერესო და მოსწავლეთათვის სასარგებლო. მასწავლებელმა შეძლო რთული თემის მარტივად და გასაგებად წარდგენა, რამაც მოსწავლეებში ინტერესი გააღვიძა და მათ სწავლისადმი მოტივაცია გაზარდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ შემდგომი განვითარებისთვის შესაძლებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:
1. ინდივიდუალური მიდგომა: მოსწავლეების სხვადასხვა დონის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებითი აქტივობები შეირჩეს.
2. გაკვეთილი, ტექნოლოგიების ინტეგრაციით შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ინტერაქტიული და საინტერესო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც