მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მოსწავლეები ორ სპექტაკლს დაესწრნენ. შემოქმედებითი სტუდია „5+2“, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან ერთად, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სპექტაკლები გაიმართა.
„მარაბდის გმირების“ რეჟისორი - გოგა თავაძე გახლავთ, ხოლო როლებში მოზარდ-მაყურებლის თეატრის მსახიობები იყვნენ. მეორე სპექტაკლი - „ზუსტად 8 საათზე“ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით იყო დადგმული. მისი რეჟისორი თათული გომართელი გახლდათ, ხოლო მსახიობები სხვადასხვა თეატრიდან იყვნენ.
სპექტაკლების შემდგომ, კაკო ვაშალომიძის აკუსტიკური კვარტეტის შესრულებით მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„დღე, რომელმაც ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა არამარტო მე, არამედ დიდგორის, ორბეთის, ახალსოფლის, მანგლისის და თონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.
ამ შესანიშნავი დღისთვის გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს (მიხარია, რომ ბევრია) იმ სტრუქტურებს, რომელმაც პირადად ჩემი სურვილი რეალობად აქცია და თითოეული ჩვენგანი გააბედნიერა. მადლობა შემოქმედებით სტუდია „5+2“-ს, მადლობა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მადლობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად, მადლობა ბატონ გიორგი წიკლაურს, მხარდაჭერისთვის. მადლობა თეთრიწყაროს საგანმანათლობლო რესურსცენტრს და თითოეული სკოლის ადმინისტრაციას. მადლობა თითოეულ მშობელს“,- წერს ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებელი სალომე კობაიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც