მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შემოქმედებითი სახის აქტივობაში ერთვებიან.
16 სექტემბერს, სკოლის ფოიეში, მოსწავლეებს დახვდათ საოცარი ნახატი, რომელზეც ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა - ლიკა აკობიამ იმუშავა. სწორედ ეს ნახატი გახდა ინსპირაცია მე-8 კლასის მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისთვის.
ბავშვებმა მასწავლებლების: თამარ წურწუმიას, ლელა ცარციძის, იამზე ბერაიას რჩევითა და დახმარებით წაიკითხეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“, შემდეგ ეწვივნენ სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც ახალგაზრდა რეჟისორის - ნიკო კაჭარავას დადგმული სპექტაკლი ნახეს.
წარმოდგენის შემდეგ რეჟისორთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.
„სწორედ იქ გაჩნდა იდეა, თავადაც „გაეცოცხლებინათ“ ეგზიუპერის პერსონაჟები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადების პროცესი პრემიერისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში