მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარება-წახალისებას ემსახურება.
27 ოქტომბერს საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამ გამორჩეულ თარიღს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში კი IIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, დაამზადეს პლაკატი, მათ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, „დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და პლაკატი საჭირო ინფორმაციითა და სურათებით გააფორმეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა