სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა წიგნი - „ფრანით მორბენალი“ განიხილეს
04-11-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, ლიტერატურული კლუბის წევრებმა ავღანური წარმოშობის ამერიკელი ექიმისა და რომანისტის ხალედ ჰოსეინის წიგნი - „ფრანით მორბენალი“ განიხილეს. მათ ნაწარმოებზე ვრცლად ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები - კომიქსები და ნახატები მოამზადეს. 

მათ ნაწარმოები, კლუბის ხელმძღვანელთან - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან მზია ბაიდოშვილთან შეთანხმებით, წაიკითხეს, მისი ეკრანიზაცია ნახეს და ბოლოს, განიხილეს.

„ამბავი ავღანეთში ვითარდება - „1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ“ – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყის უწოდებს. მოგვიანებით, ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული საშინელი ავღანეთი. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. გვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს“,- ითქვა ნაწარმოების განხილვაზე. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ფონად ახლდა კადრები ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან. როგორც პედაგოგი ეკა ავაზაშვილი გვიყვება, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ამდენი შრომა რომ გასწიეს, მათი ქართული ენისა და ლუტერატურის მასწავლებლის - მზია ბაიდოშვილის უდიდესი დამსახურებაა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ლიტერატურული კლუბის ღირებულებებსა და მიღწევებზეც ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს, რა სულიერი და ინტელექტუალური შენაძენი მოიპოვეს ამ კლუბში გაწეული შრომით და ერთხმად შეჯერდნენ მთავარ გადაწყვიტილებაზე, რომ წიგნის კითხვა უმნიშვნელივანესი საქმეა ადამიანისათვის.

დასასრულს, მოსწავლეებმა წასაკითხად ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები - „თეთრი ბაირაღები“ შეარჩიეს.

აქტივობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მასწავლებელი ეკატერინე ავაზაშვილი გვიზიარებს. 

„დიდი სულიერი საზრდო მივიღე ჩემი საყვარელი მოსწავლეების, ლიტერატურული კლუბის წევრების მიერ განსახილველად წარმოდგენილი წიგნით „ფრანით მორბენალი“. თავად ნაწარმოები იმდენად ემოციური და მტკივნეულია, რომ მოსწავლეების მხრიდან მიღებული შთაბეჭდილებები და განცდები კიდევ უფრო ნაირსახოვანი გახდა; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მსჯელობა, მოსაზრებები, აზრები, წიგნის საუკეთესო ადგილები ნახატებით, კომიქსებით და ამოღებული ფრაზებით გაამშვენეს.

განუსაზღვრელად დიდი მადლობა მზია მასწავლებელს ამისათვის! მე-9ბ კლასის დამრიგებელმა - მარინა ჩერაშვილმა საინტერესოდ ისაუბრა ლიტერატურის ირგვლივ და მეც ჩემებურად მოვეფერე ჩემს საამაყო მოსწავლეებსა და ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელს“,- აღნიშნავს ეკატერინე ავაზაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება