მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება ნამდვილ თავგადასავალს ჰგავს, მოგზაურობას ცოდნისა და წიგნიერების დიდი სამყაროში.
ამჯერად, მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით, მოეწყო სკოლათაშორისი ერთდღიანი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია სლოგანით - „იმერეთო, ლიხს აქეთურო დედაო!“. ტური საგანის - „ჩენი საქართველოს“ თემის - „იმერეთი“ სიღმისეული შესწავლის მიზნით მოეწყო.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის ინფორმაციული, შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს, მათ ხელმძღვანელობას კი, პედაგოგი შორენა ჟღენტი უწევდათ. პირველი გაჩერება ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმი გახლდათ.
„ყველას, ყველას, განსაკუთრებით „ლიხს აქეთურების“ საყურადღებოდ! თუ გსურთ იხილოთ სიყვარულით, პროფესიონალიზმით, რუდუნებით შექმნილი სივრცე, სადაც წარმოდგენილია მე-19 – მე-20 საუკუნეებში სხვადასხვა ცნობილი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოსურათები და მათი ფოტოაპარატები, ასევე, ამავე პერიოდის ფოტო და კინო-ტექნიკა, ათასობით ფოტონეგატივი და ციფრულ კადრი, სადაც აღბეჭდილია ქუთაისი და მისი შემოგარენი, მოისმინოთ ბატონების რამაზ
ობოლაძის და მალხაზ ახვლედიანის შთამბეჭდავი ლექცია - მადლობა ბატონებო, სოფ. გოგოლესუბნის, სოფ, ზემო ფარცხმისა და დიდი ვანის საჯარო სკოლების სახელით სასიამოვნო მასპინძლობისთვის! - აუცილებლად ეწვიეთ ქ.ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმს ნიუ პორტის 7 ნომერში“, - ასეთი გახლდათ ვიზიტის შემდეგ პედაგოგის შეფასება.
„ძნელია არჩევანის გაკეთება... ჩვენ გზა სოფელ ნავენახევისკენ გავაგრძელეთ...“ - სასწავლო-შემეცნებითი ტურის მონაწილეებმა გეზი კარსტული მღვიმისკენ აიღეს, დიდი ინტერესით გაეცნენ მას, მოისმინეს ახალი ინფორმაცია და შთაბეჭდილებებით აივსნენ.
ნავენახევის ორსართულიანი კარსტული მღვიმე, წარმოდგენილი 4 დარბაზით, განსხვავებული და ლამაზი ფორმის მღვიმური წარმონაქმნებით. მღვიმეში სტალაქტიტისა და სტალაგმიტის ერთობლიობა ქმნის სტალაგნატს, რომლის რაოდენობაც აქ 120-ია, რაც ბევრად აღემატება სათაფლიისა და ახალი ათონის მღვიმეებში არსებულ სტალაგნატთა რიცხვს. მღვიმის ჯამური სიგრძე 210 მეტრია, ტემპერატურა კი მუდმივად 14 გრადუსია. იმედია ფოტო მტკიცებულება კარგად აჩვენებს შთაბეჭდილების მასშტაბს!“, - აღნიშნავს პედაგოგი.
მღვიმის მონახულების შემდეგ, მოსწავლეები დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
„შემდეგი გაჩერება-სოფ.ზედა სიმონეთი, „სამანიშვილის დედინაცვლის“, ავტორის
საცხოვრებელი-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი! ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი, მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა!“, - მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ეცნობოდნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკებს და ათვალიერებდნენ სახლს, სადაც ოდესღაც დავით კლდიაშვილს კალამი მოემარჯვებინა და მისი უნიკალური შემოქმედება დაეწერა.
გრძელდება გზა... ამჯერად, მოსწავლეები გოგნის კარუგდებელს ეწვივნენ.
„ერთადერთი ეკლესიაა, რომელსაც კარი არ აქვს. ის არასდროს იკეტება და ადამიანებს სალოცავში შესვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩვენც მთვარეს შუქზე ვეწვიეთ თერჯოლიდან 12 კილომეტრში, ულამაზეს ურთხლის ტყეში, მაღალ გორაზე მდგომ, პატარა VII-VIII საუკუნეებში ქვითკირით აგებულ, ერთნავიან სალოცავს - გოგნის კარუგდებელს! სალოცავი დიდი მადლის მატარებელიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. ლეგენდის თანახმად, სოფელ გოგნში მცხოვრებ დავრდომილ მოხუცს წმინდა გიორგიმ პატარა ჩიტის საშუალებით სალოცავის აშენების ადგილი მიანიშნა. სოფელმა სალოცავი ააგო და კარიც ჩამოჰკიდა, მაგრამ ყოველღამე კარი თავისით ვარდებოდა. ამის გამო, სალოცავს „კარუგდებელი“ უწოდეს. შეგეწიოთ მისი მადლი!“, - ასე შეაფასეს სკოლაში ვიზიტი.
მოსწავლეებმა გზა სოფელი ძევრის რეკრეაციული ზონისკენ გააგრძელეს.
„შთაბეჭდილების სრულყოფისთვის მხოლოდ დღის შუქზე მოინახულეთ სოფ.ძევრის რეკრეაციული ზონა! მდინარე შავიწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, ზედა ცარცულ
კირქვებში გამომუშავებულ საგვარჯილეს მრავალფენიანი არქეოლოგიურ ძეგლი!
მის წინ, ხეობის მარჯვენა მხარეს, მრავალი მცირე ზომის კარსტრული მღვიმე! რომელთა
ნაწილს ფეოდალურ ხანაში სამალავებად იყენებდნენ. და ქალბატონებო და ბატონებო აქ დავასრულეთ“.
ასე დასრულდა მოსწავლეები საინტერესო, თავგადასავლებით სავსე, ინფორმაციული მოგზაურობა, რომელიც სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „ხელი ხელს!“ (სოფ.გოგოლესუბნის, სოფ.ზემო ფარცხმის და სოფ. დიდი ვანის საჯარო სკოლებს შორის) დასკვნითი აქტივობა გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი: მაია გოგიბერიძე, გახლდათ. პროექტის ხელმძღვანელი გახლი კი - პედაგოგი შორენა ჟღენტი.
სკოლაში მადლობას უხდიან სასკოლო საზოგადოებას მაღალი ჩართულობისა და გამოჩენილი ინტერესისთვის.
„გოგოლესუბნის საჯარო სკოლის სახელით მადლობა იმერეთს სასიამოვნო
მასპინძლობისათვის! ყველა მოსწავლეს და მშობელს ჩართულობისათვის! ყველა პედაგოგს თანადგომისა და ხელშწყობისათვის! აუცილებლად მადლობა ჩვენს მძღოლს ბატონ ელგუჯა კიკვაძეს! მომავალ შეხვედრამდე „იმერეთო-ლიხს აქეთურო დედაო“!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბედნიერი ერი“, ყვარყვარე თუთაბერი“, „გოგჩა“... ეროვნულების პროგრამიდან ამოღებულია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე