მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის საზოგადოება მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს მეტად აფასებს.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. მის მიმდინარეობაში ყველა საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა პოსტერები, პლაკატები, ნახატები, ღია ბარათები, ჩანახატი, ესე, ვიდეორგოლი შექმნეს. ასევე, მათ ლექსები წაიკითხეს, რამდენიმე მოსწავლემ კი საყვარელ მასწავლებლებს საკუთარი ლექსები მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ საკლასო ღონისძიებები და გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობები - ბათუმის სხვადასხვა მუზეუმებსა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
გარდა ამისა, X-XII კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი წარმატებით მოირგეს და აქტივობა - „ერთი დღე მასწავლებლის როლში“ განახორციელეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“