სიახლეები
სკოლები

ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
04-11-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის კედლებში არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზრდილა, რომელთა სწავლა-განთლებაზე ღვაწლმოსილი, პროფესიონალი და საქმეზე შეყვარებული პედაგოგები ზრუნავდნენ. 

ამჯერად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საშუალო სკოლაში შედგა სამცხეთ-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პედაგოგიკის დოქტორის ნატო ყრუაშვილის წიგნის - „კონსტანტინე თედორაძე“, პრეზენტაცია, რომელიც სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა მარინე ასპანიძემ წარუდგინა. 

აღსანიშნავია, რომ წიგნი ეხება ამავე სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს კონსტანტინე თედორაძეს.

იგი 1956-1974წლებში მუშაობდა ხიზაბავრის სკოლაში მათემატიკის პედაგოგად და ბევრი წარჩინებული და პროფესიონალი მომავალი თაობა აღუზარდა ჩვენს სამშობლოს.

ასევე წიგნში შესულია კონსტანტინე თედორაძის პოეზიაც, რომელის სოფლისა და სამშობლოს სიყვარულით არის დაწერილი.

აღსანიშნავია, რომ წიგნი ხიზაბავრის მკვიდრის, რამაზ თედორაძის უშუალო თაოსნობით გამოიცა და საჩუქრად გადაეცა ხიზაბავრის საჯარო სკოლის ყველა თანამშრომელს.

„მადლობა პედკოლექტივის სახელით ქალბატონ ნატო ყრუაშვილსა და ბატონ რამაზ თედორაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ ასეთი წიგნი გამოიცა და საჩუქრად გადაეცა კოლექტივს. 

იხილეთ ფოტოები:  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები



დირექტორ გაიანე კარახანიანის ხელმძღვანელობით, ქართული და სომხური ენების პედაგოგებმა  ერთობლივად, ორენოვანი, საინტერესო პროგრამა დაგეგმეს

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება