მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები იმართება, რომლებშიც ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.
2 ნოემბერს სოფელ მუსხის საჯარო სკოლის, ხელოვნებისა და ინგლისური ენის პედაგოგებმა: ლალი ცუხივილმა და დარეჯან მაისურაძემ, ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში X- XI კლასის მოსწავლეებს მოუწყვეს სასწავლო ექსკურსია თბილისში.
პროექტი სახელწოდება - „ტექნიკური პროგრესი, სამეცნიერო მიღწევები, აღმოჩენები და ხელოვნება“, გახლდათ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ხელოვნების თანამედროვე მუზეუმი, ეროვნული გალერია, მშრალი ხიდის გამოფენა და ციფრული სივრცე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანია - „მოსწავლეებმა თვალსაჩინოთ აღიქვან, როგორ იყენებს შემოქმედებითი სფერო ახალ სამეცნიერო აღმოჩენებსა და მიღწევებს ხელოვნებაში გარკვეული სიახლეების დასანერგად და ახალი მხატვრული გამომსახველობითი ფორმების შესაქმნელად“.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით სავსე იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა