მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
4 ნოემბერს, სკოლაში ჩატარდა კონკურსი სათაურით - „წიგნი თუ კომპიუტერი“. აღნიშნულ კონკურსში, სკოლის მე-11 კლასის სამი მოსწავლე მონაწილეობდა.
თითოეულმა მათგანმა იმუშავა და წარადგინა არგუმენტირებული ესე. მოსწავლეებმა ისაუბრეს კომპიუტერისა და წიგნის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოიყვანეს შესაბამისი არგუმენტები, მაგალითები და საბოლოოდ შეაჯამეს თავიანთი ესეები.
გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.
1-ელი ადგილი დაიკავა გაიანე კურღინიანმა, მე-2 ადგილზე გავიდა ელენა მაკარიანი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნორიკ კარაპეტიანი. თითოეულ მათგანს გადაეცა სიგელები.
„მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, ახალისებს სასწავლო პროცესს და საინტერესოსა და სახალისოს ხდის მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
კონკურსის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ალათუმანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი სოფიო ბერიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს