მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მაია კირვალიძემ მე-9 კლაში განახორციელა პროექტი - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო, მომავალ თაობას ახსოვდეს ქვეყნის ისტორია და პატივი მიაგონ ღირსეულ ქართველებს, მათ თავდადებას ეროვნული ღირებულებების დაცვის საქმეში.
მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ნახეს ფილმი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, ასევე, დაიგეგმა ექსკურსია, რათა მოენახულებინათ ის ეროვნული განძი, რომლის დაცვასაც „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესმა“ თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული მუზეუმი, ოქროს ფონდი, ეროვნული გალერეა და მთაწმინდის პანთეონი, სადაც პატივი მიაგეს დიდი ქართველის - ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს