სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის პრეზენტაცია შემოდგომის რაჭაში გამართეს 
06-11-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები იმართება. 

ამჯერად, მეხუთეკლასელებმა ინტეგრირებული, პროექტის - „DO SOMETHING DIFFERENT - გააკეთე რაღაც განსხვავებული“ პრეზენტაცია რაჭაში განახორციელეს.  

მათთან ერთად, რაჭაში უცხო ენების კათედრის გამგე - სალომე კაკაურიძე, რუსული ენის ფილოლოგი - მარინე კაპანაძე და ინგლისური ენის ფილოლოგი - ეკატერინე ორბელაძე, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე და მშობლები იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც მოსწავლეებმა პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს, პრეზენტაციის გამართვის ადგილად შემოდგომის რაჭა აირჩიეს. საოცარი ფერებით მორთულ გარემოში პრეზენტაციები მოსწავლეებმა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართეს. 

შთამბეჭდავი დღის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლაში გვიზიარებენ.

„ბავშვებმა გააცოცხლეს ლეგენდები და ისტორიები საოცარი ადგილებისა, როგორებიცაა: ძევრის გამოქვაბულები, ცხრაჯვარის სასწაულთმოქმედი სალოცავი, ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი, სიყვარულის ჩანჩქერი, რაჭის ბუნებრივი მღვიმე „საყინულე” შაორის ულამაზესი წყალსაცავი. ნანახმა მათზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო საკითხისადმი კომპლექსური, ინტეგრირებულ-ინტერაქტიური მიდგომები. ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ მოსწავლეებისათვის შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი, თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ასეთი გაკვეთილები ასევე ხელს უწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას. ბუნებაში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები, გარდა შემეცნებით-ესთეტიკური მნიშვნელობისა, მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც ემსახურება. ასეთი გაკვეთილი სახალისოა, პოზიტიურ ფსიქო-ემოციურ გარემოს ქმნის .მეხუთეკლასელებს განმავითარებელი შეფასება მისცეს პედაგოგებმა, მოსწავლეებს მოტივაცია გაუჩნდათ საქართველოს სხვა კუთხეების მნიშვნელოვანი ისტორიულ  ადგილებიც მოინახულონ და პროექტები განახორციელონ ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე. მოზარდებში ინტერესის გაღვიძება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას, არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. წარმატებები პროექტის ხელმძღვანელებს: ინგლისური ენის ფილოლოგს - ეკატერინე ორბელაძეს და რუსული ენის ფილოლოგს - მარინე კაპანაძეს და მეხუთეკლასელებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო

ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება