მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N36 საჯარო სკოლას მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული დირექტორი მაია კვინიკაძე ხელმძღვანელობს. ის სკოლაში ქმნის სასიამოვნო და კეთილგანწყობილ გარემოს. მისი ყველაზე დიდი მოტივაცია მოსწავლეების წარმატებაა. განსაკუთრებით კი ახარებს, რომ მისი აღზრდილები ყოველთვის ცდილობენ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სკოლის ავტორიტეტს.
გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მაია კვინიკაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თბილ დამოკიდებულებას სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შორის
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ყოველთვის ცდილობენ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სკოლის ავტორიტეტს.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- როცა ის ერთ გუნდად არის შეკრული.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეების მიღწევები.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის რომანები და მოთხრობებია.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო ექსკურსიები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ