მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო ისტორიას საინტერესო მეთოდით სწავლობენ, ბავშვები კაცობრიობის ისტორიას ეპოქებში „მოგზაურობით“ ეცნობიან.
ამჯერად, მოსწავლეები პრეისტორიულ ხანაში დაბრუნდნენ, „პალეოლითელი ტომი“ შექმნეს და უძველეს ხალხთა ცხოვრების შთამბეჭდავი ინსცენირება მოაწყვეს.
მოსწავლეთა „პალეოლითელი ტომი“, ბოლომდე შევიდა როლში და დიდი ცერემონიალით ცეცხლი დაანთო.
მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა გაცნობოდნენ საუკუნეებით წინანდელ ცივილიზაციას, ქვის ხანის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და სულ რამდენიმე წუთით, პალეოლითელი ხალხის როლში ყოფნაც.
„აცივდა და საგვარჯილეში ძევრის პალეოლითელმა ტომმა ცეცხლი დაანთო. საგვარჯილე ჩვენ ერამდე „22 024 წელი“, ძევრის სკოლის კოსტუმირებული მოდელირება ოლიმპიზმის დღეზე... მადლობა ქრისტინე გიორგაძესა და ლილე ფანჩულიძეს“, - ასე აფასებენ სკოლაში დღეს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც