მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყო ღონისძიება, რომელიც სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩატარდა. მოსწავლეთათვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მათი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კედლებში პირველად შეაბიჯეს. მათ დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება დირექციამ და პედაგოგებმა ემოციურად მიულოცეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მშობლებს.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს!
გისურვებთ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო და წარმატებული პერიოდი ცხოვრებაში! გვიყვარხართ და წარმატებას გისურვებთ“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება სკოლაში მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ამ დღის საზეიმო განწყობა დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც